понедельник, 17 декабря 2012 г.

სასწავლო პროექტი


1. პროექტის ახელწოდება: თამბაქოს მავნებლობა ადამიანის ორგანიზმზე.

2. პროექტის თავარი იდეა: მოსწავლეები აითავისებენ და ისწავლიან იმ რეალურ საფრთხესრომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს.
3. პროექტის აქტუალობა: სკოლაში მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აწარმოებს კვლევას არსებული პრობლემის შესახებ: რა მომქედი სამართლებრივი შეზღუდვები არსებობს თამბაქოს მომხმარებლებზე?
როგორია სპორტის როლი თამბაქოს მოწევას, რომ არ მივეჩვიოთ?
 როგორია აქტიურ მწეველთა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფები?
როგორია მსოფლიოში და საქართველოში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკური მონაცემები?
 როგორია სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულება თამბაქოს მომხმარებლებისადმი?
რა დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს თამბაქოს მოხმარება მოზარდის ჯნმრთელობაზე?
რა გზები არსებობს ამ სენისაგან თავის დასაღწევად?
4. პროექტის მიზანი: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გააქტიურებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მოაწყობენ მარათონს დევიზით: ,, ცხოვრება თამბაქოს გარეშე". მოუსმენენ ბიოლოგიის მასწავლებელს, ფსიქოლოგს.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-17 წელი.  
6. ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება საიტი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი კვლევის შედეგებს, დაამზადებენ კედლის გაზეთს, ინტერნეტ ფორუმის საშვუალებით პროექტის მონაწილენი გაუზიარებენ შეხედულებებს თავის თანატოლებს.   
     ადამიანები, რომლოებიც გაეცნობიან პროექტის შინაარს მიხვდებიან რა შემზარავ გავლენას ახდენს თმბაქოს მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე.რაოდენ აუცილებელია სპორტის, რელიგიის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა. ფიზიკური აღზრდა ,,თავისუფლ დროის სხეულის ფიზიკურ განვითარებაზე დათმობა".
 8. წიგნები, ილუსტრაციები, ვიდეო მასალები, რვეულები ,ფანქრები, კომპიუტერული ტეკნიკა, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იწყებენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ყალიბდება მოსწავლეთა  სამუშაო ჯგუფები,   ერთი ჯგუფი იღებს თავზე სპეციალური ლიტერატურის მოძიებას, მეორე ჯგუფი მუშაობს ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიებაზე თუ რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს თამბაქოს მოხმარებამ, მესამე ჯგუფი აკეთებს ილუსტრაციებს და კედლის გაზეთს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ქიმია, სპორტი. ისტ.ტექნოლოგიები: (Pover Point, Picture manager, Movie Maker.....)
11. პროექტის ხელმძღვანელის  სახელი: ავთანდილ ნაკაიძე, ჯემალ ვანაძე.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: a.nakaidze@gmail.com